ვახუშტი მენაბდე

ვახუშტი მენაბდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და პოლიტიკური სამართლის სპეციალისტია. ის 15 წელზე მეტია მუშაობს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების, სასამართლო სისტემის, საპარლამენტო კონტროლის, სახელმწიფო მოწყობის სხვა საკითხებისა და ადამიანის უფლებების სფეროში. ის მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში, საია-სა და სოციალური სამართლიანობის ცენტრში. ვახუშტის გამოცდილებიდან აღსანიშნავია ათეულობით საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სასამართლოში, 30-მდე საქმის წარმოება საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ის მონაწილეობდა კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შემუშავების პროცესში, თუმცა საბოლოო პროექტს მხარი არ დაუჭირა. ვახუშტი არის 40-მდე აკადემიური სტატიის, კვლევისა და წიგნის ავტორი. 

Scroll to Top