მნიშვნელოვანია იცოდე
კითხვები და პასუხები
სასურველია, იურისტთან კონსულტაცია გაიაროთ სამართლებრივი პრობლემის დადგომამდე. ადრეული სამართლებრივი რჩევა დაგეხმარებათ თქვენი უფლებების გააზრებაში, შეცდომებისთავიდან აცილებაში, საპროცესო ვადების დაცვასა და პრობლემის გართულების პრევენციაში. ხშირშემთხვევაში, დროული ჩართულობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საქმის შედეგს.
საქმის შეფასება ეფუძნება მოქმედ კანონმდებლობას, ფაქტებს, მტკიცებულებებს, რისკებსა დამოსალოდნელ შედეგებს. ჩვენი მიდგომა არის რეალისტური და გულწრფელი — გიხსნით როგორცშესაძლებლობებს, ისე შეზღუდვებს. საბოლოო გადაწყვეტილებას, კლიენტთან ერთად მივიღებთ. იმისათვის, რომ სამართლებრივი მომსახურება გაგიწიოთ, მნიშვნელოვანია სამართალწარმოების ვადები დაცული იყოს.
ჩვენთან პირველადი სამართლებრივი კონსულტაცია უფასოა, რომლის დროსაც მოვისმენთ თქვენი სამართლებრივი პრობლემის შესახებ, ვიმსჯელებთ სავარაუდო გამოსავლებზე და მოგცემთ დროს გადაწყვეტილების მისაღებად ჩვენი მომსახურებით სარგებლობის შესახებ. ჰონორარის ოდენობადამოკიდებულია საქმის კატეგორიაზე, სამუშაოს მოცულობაზე, საქმის სირთულეზე, გადაუდებლობასა და წარმოების ეტაპზე.
დიახ. კონსულტაციის ეტაპზეც კი, ჩვენთან გაზიარებული ნებისმიერი ინფორმაცია არისკონფიდენციალური და დაცულია პროფესიული საიდუმლოების პრინციპით, შეთანხმებისგაფორმების მიუხედავად.
საქმის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის არსზე, სამართლის სფეროზე, (სისხლი, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, საკონსტიტუციო) საკითხის სირთულეზე, წარმოების ტიპზე, სასამართლოსდატვირთვასა და სხვა მხარეების ქმედებებზე. სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის ზოგიერთი კატეგორიის საქმეებში, საპროცესო ვადები კანონმდებლობით შეზღუდულია. სამოქალაქო და საკონსტიტუციო სამართალწარმოება, როგორც წესი, დროში გაწელილია. ზუსტი ვადებიყოველთვის პროგნოზირებადი არ არის, განსაკუთრებუთ სასამართლოებში განხილვის ვადების მოქმედი პრაქტიკით.
ჩვენი იურისტები თქვენს დახმარებას შეძლებენ როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. სასამართლოებში შეგიძლიათ თარჯიმნის მოთხოვნაც, რადგან სამართალწარმოების ენა ქართულია.
პირველ ეტაპზე, კლიენტებთან მოხდება გასაუბრება. სამართლებრივი პრობლემის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად და კვალიფიციური რჩევების მოსასმენად, სასურველია თან იქონიოთნებისმიერი ტიპის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც თქვენ მიერ დასმულ საკითხს უკავშირდება. მათ შორის, ხელშეკრულებები, სასამართლო გადაწყვეტილებები, შეტყობინებები, მიმოწერა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ინფორმაცია ვადების შესახებ. თუყველა დოკუმენტი არ გაქვთ, მაინც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ჩვენ დაგეხმარებით შემდგომინაბიჯების დაგეგმვაში.
დიახ. მაშინაც კი, თუ პროცესი უკვე დაწყებულია ან ვადები იწურება, შეგვიძლია მდგომარეობისშეფასება, შესაძლო სამართლებრივი გზების განსაზღვრა და თქვენი ინტერესების დასაცავადდროული მოქმედება. მსგავსი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქმის სირთულეზე, დაწყებული სამართალწარმოების სტრატეგიის შესაბამისობასა და დარჩენილ დროზე.