თამთა წვერაიძე

თამთა წვერაიძე არის საჯარო სამართლის მაგისტრი. მისი გამოცდილება მოიცავს ადამიანის უფლებების სფეროში კვლევას, ანალიზსა და კონსულტაციას. მას საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მუშაობის 7-წლიანი გამოცდილება აქვს. 2019-2022 წლებში, თამთა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისიის კოორდინატორისა და საარჩევნო საკითხების ანალიტიკოსის ფუნქციებს ითავსებდა, ხოლო 2023-2025 წლებში მუშობდა მკვლევარისა და პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე სოციალური სამართლიანობის ცენტრში. წლების განმავლობაში, მისი მუშაობა მოიცავდა ადამიანის უფლებების დარღვევების გამოვლენასა და შესაბამისი ანგარიშების მომზადებას, მათ შორის, ევროსაბჭოსა და გაეროს შესაბამის ინსტიტუტებში თუ სამართალწარმოების მიზნებისთვის. მისი გამოცდილება ასევე მოიცავს საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას, კანონმდებლობის დეტალურ ანალიზსა და სამართალწარმოების დოკუმენტების მომზადებას. 

Scroll to Top