
ნინო კაპანაძე
ნინო კაპანაძე არის გამოცდილი იურისტი საჯარო სამართლის, კანონმდებლობის ანალიზისა და სამართლებრივი კონსულტაციების სფეროში. მას მიღებული აქვს განათლება საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტებში და ამჟამად სწავლობს სადოქტორო პროგრამაზე (კვლევის თემა: კანონშემოქმედება და უკეთესი რეგულირება). ნინოს აქვს 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სექტორში (პარლამენტი, სამინისტროები) კანონშემოქმედებისა და სამართლებრივი ანალიზის მიმართულებით, აგრეთვე რამდენიმე წლიანი გამოცდილება სამოქალაქო სექტორში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის საკითხებზე. ის არის 20-მდე ანალიტიკური ნაშრომის ავტორი. Მისი სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და გერმანული. მას აქვს ადვოკატის მოწმობა საერთო სპეციალიზაციით და ეხმარება არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონმდებლობის ანალიზის საკითხებზე.