
გურამ იმნაძე
გურამ იმნაძე არის სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის მაგისტრი. ის 10 წელზე მეტია მუშაობს ქართული სისხლის სამართლის პოლიტიკის, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ორგანოების რეფორმებზე. არის არაერთი კვლევის და ანალიტიკური დოკუმენტის ავტორი სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე და ადამიანის უფლებებზე. გურამი აქტიურად იყო ჩართული საგამოძიებო/სასამართლო სისტემის, ნარკოპოლიტიკის და ფარული მიყურადების რეფორმის პროცესში. აქვს სტრატეგიული სამართალწარმოების და კონსულტირების მრავალწლიანი გამოცდილება. პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად, არის მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს უნივერსიტეტში.