ნარკოტიკული დანაშაული

ქართული კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალებების ფლობა, შეძენა, შენახვა და სხვა დაკავშირებული ქმედებები ადმინისტრაციული, ან სისხლის სამართლის წესით ისჯება. სისხლის სამართლის წესით არის დასჯადი ნარკოტიკული თრობის ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვაც, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ადგილი ავტო-საგზაო შემთხვევას, ან დაარღვია თუ არა მძროლმა საგზაო უსაფრთხოების წესები.

ნარკოტიკული დანაშაული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია დღეს საქართველოში და ხშირად, მოქალაქეებს არასრული, ან არასწორი ინფორმაცია აქვთ, რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოყვეს ნარკოტიკთან დაკავშირებულ ქმედებას. ამის მაგალითია მარიხუანა, რომლის თაობაზეც მოქალაქეებს შეიძლება არასწორი წარმოდგენა ჰქონდეთ, რომ ამ ნივთიერების მოხმარება, შეძენა-შენახვა და კულტივაცია არანაირ სამართლებრივ რისკს არ უკავშირდება.

ნარკოტიკული დანაშაული იმითიც არის სპეციფიური, რომ ხშირად ადამიანმა თავადაც შეიძლება არ იცოდეს, ან არასწორი წარმოდგენა ჰქონდეს შეძენილი ნივთიერების ბუნებაზე, მის ოდენობასა და იმ შესაძლო სამართლებრივ თუ სხვა შედეგებზე, რაც ამ ქმედებას მოყვება.

ბოლო წლებში ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული კანონმდებლობა არაერთხელ შეიცვალა და ახალი ქმედებების დასჯადობასთან ერთად, უკვე არსებული სანქციებიც დამძიმდა. პოტენციური მძიმე სასჯელების ფონზე, კიდევ უფრო მნიშნველოვანია, რომ სისხლის სამართლის საწყის ეტაპზევე პირმა სწორი სამართლებრივი სტრატეგია შეარჩიოს საკუთარუ უფლებების ეფექტიანად დასაცავად.

„ამიკუს ლეგალის“ გუნდს აქვს ნარკოტიკულ დანაშაულზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა. შესაბამისად, თუკი თქვენი, ან თქვენი ახლობლის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია გაგიწიოთ სრულყოფილი და კვალიფიციური სამარტლებრივი დახმარება.

მსგავსი ამბები

Scroll to Top