გიწვევთ სამართლებრივი წერის პრაქტიკულ კურსზე. ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს სამართლებრივი კვლევის, აკადემიური წერისა და ნორმატიული დოკუმენტების შექმნის უნარების გაძლიერება. ლექციებზე მონაწილეები დაეუფლებიან სამართლებრივი კვლევის მეთოდებს, იურიდიული წერის წესებს, საკანონმდებლო ტექნიკას. კურსი მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს საპროცესო და საკანონმდებლო დოკუმენტების შესადგენად.
სწავლება ტარდება ლექციების, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და ჯგუფური აქტივობების ფორმატში. ის განკუთვნილია სამართლის სტუდენტებისთვის (მე-3 კურსიდან), მოქმედი იურისტებისთვის და იურიდიული სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.
ინტენსიური კურსის ხანგრძლივობაა 1,5 თვე და მას გაუძღვებიან სამართლის გამოცდილი სპეციალისტები.
რეგისტრაციის ვადები:
კურსზე რეგისტრაციის პერიოდია: 2 დეკემბერი, 2025 – 10 იანვარი, 2026
განსახილველი საკითხები:
- კვლევის მეთოდები სამართალში
- იურიდიული წერის წესები
- კვლევის დაგეგმვა, ორგანიზება და სტრუქტურა
- კვლევის პროცესი
- ციტირება, სტილი, პლაგიატი
- ნორმაშემოქმედების ძირითადი წესები
- საკანონმდებლო პროცესი
- საკანონმდებლო ტექნიკა
- საპროცესო დოკუმენტების შედგენა
სწავლების მეთოდები:
- ლექცია/მოხსენებები
- პრაქტიკული სავარჯიშოები
- ჯგუფური სამუშაოები
- საშინაო/კლასგარეშე დავალებები
სამიზნე აუდიტორია:
- სამართლის სტუდენტებისთვის (მე-3 კურსიდან)
- სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე/დაინტერესებული იურისტებისთვის
ცოდნა და უნარები:
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:
- სამართლის კვლევის ძირითადი მეთოდების იდენტიფიცირებასა და გამოყენებას;
- აკადემიური და იურიდიული ტექსტების დაწერას, ლოგიკური არგუმენტაციის, სიზუსტისა და მკაფიორობის მოთხოვნების დაცვით;
- ციტირების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებას, პლაგიატის თავიდან აცილებისა და აკადემიური ეთიკის დაცვით.
- კანონშემოქმედების ძირითად პრინციპებისა და სტადიების განსაზღვრას, პრობლემის იდენტიფიკაციიდან ინიციატივის შემუშავებამდე და კანონპროექტის მიღებამდე.
- საკანონმდებლო პროცესის ინსტიტუციურ და ეტაპობრივ ანალიზს;
- საკანონმდებლო ტექნიკის წესების გამოყენებას;
- კანონპროექტის სტრუქტურის შედგენას, განმარტებითი ბარათის მომზადებას;
- სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტების მომზადებას.
ხანგრძლივობა და მიმდინარეობა:
კურსის ხანგრძლივობაა 1.5 თვე. კურსი მოიცავს 20 სალექციო საათს, ჯამში 10 შეხვედრას.
ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, 19:00 საათზე. სესიები წარიმართება ფიზიკურ სივრცეში. დისტანციური მონაწილეობა შეზღუდულია.
პერიოდი: იანვარი-თებერვალი, 2026
მომხსენებლები:

ვახუშტი
მენაბდე

ნინო
კაპანაძე
კურსზე დასწრების საფასური:
კურსის ღირებულება შეადგენს 350 ლარს.
წარმოებს უნაღდო ანგარიშწორება სრულად ან განაწილების პრინციპით. გადასახადის დაფარვა შესაძლებელია 2 ეტაპად (175/175 ლარი).
პირველი გადასახადი უნდა დაიფაროს კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს 2 დღით ადრე, ხოლო მეორე ნაწილი მე-5 ლექციამდე არაუგვიანეს 2 დღისა.
გადასახადის განაწილების შესახებ, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
კურსის დასრულების შემდეგ, გაიცემა სერტიფიკატი.
