
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული არის კონსტიტუციური პოლიტიკის, სამართლისა და თეორიის მაგისტრი. ის 15 წელია მუშაობს მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის საკითხებზე. ის არის არაერთი კვლევის ავტორი სასამართლო სისტემის, ნარკოპოლიტიკის, პოლიციის და სამართალდამცავი ორგანოების შესახებ. სოფო აქტიურად იყო ჩართული სასამართლო და ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესში და თანამშრომლობდა ორგანიზაციებთან, როგორებიცაა საია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი. მისი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია სამართლებრივ კვლევებთან.