გიწვევთ 10-საათიან კურსზე (5 ლექცია) „მართლმსაჯულების პოლიტიკა: სასამართლო, ძალაუფლება და სამართლის დილემები“. კურსი იკვლევს სამართალსა და პოლიტიკას შორის რთულ და რეალურ ურთიერთობას იმაზე მეტად, ვიდრე ამას ტრადიციული იურიდიული სწავლება გვთავაზობს. რატომ არის სასამართლო პოლიტიკური დებატების ცენტრში? შეიძლება თუ არა მოსამართლე ნეიტრალური იყოს? ვინ ანიჭებს მართლმსაჯულებას ლეგიტიმაციას? სამართალიც და მართლმსაჯულებაც მუდმივად ურთიერთქმედებს პოლიტიკასთან, ზემოქმედებს მასზე და თავადაც ექცევა მისი გავლენის ქვეშ. სწორედ ამ რთულ ურთიერთობას იკვლევს კურსის მთავარი თემა – მართლმსაჯულების პოლიტიკა.
რეგისტრაციის ვადები:
კურსზე რეგისტრაციის პერიოდია: 17 მარტი, 2026 – 27 მარტი 2026
განსახილველი საკითხები:
შეხვედრა 1: ⚖️ მართლმსაჯულება და ლეგიტიმაცია – საიდან მოდის ძალაუფლება და ავტორიტეტი?
შეხვედრა 2: 📜 სამართლიანობა და კანონის უზენაესობა – რა საერთოა მათ შორის?
შეხვედრა 3: 👩⚖️ მოსამართლე გადაწყვეტილების ძიებაში – არსებობს ჭეშმარიტება?
შეხვედრა 5: სასამართლო რეფორმები და ავტორიტარული ტენდენციები – რას (არ) უნდა ველოდოთ?
სწავლების მეთოდები:
- ლექცია/მოხსენებები
- დისკუსიები
სამიზნე აუდიტორია:
- იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები
- პრაქტიკოსი იურისტები
- ყველა დაინტერესებული პირი, ვისაც აინტერესებს მართლმსაჯულების როლი პოლიტიკაში
ცოდნა და უნარები:
კურსის ფარგლებში მსმენელები:
- გაეცნობიან მართლმსაჯულებისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირის საკითხებს;
- შეისწავლიან მოსამართლის როლს მართლმსაჯულების სისტემაში
- გაეცნობიან მართლმსაჯულების ლეგიტიმაციის საკითხებს
ხანგრძლივობა და მიმდინარეობა:
პროგრამა მოიცავს 10 სალექციო საათს, ჯამში 5 შეხვედრას.
ლექციები წარიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში (ფიზიკური სივრცე – თბილისი).
სამუშაო ენა – ქართული.
სალექციო პერიოდი: აპრილი, 2026.
მომხსენებლები:
კურსზე დასწრების საფასური:
კურსის ღირებულება შეადგენს 200 ლარს.
წარმოებს უნაღდო ანგარიშწორება სრულად ან განაწილების პრინციპით. გადასახადის დაფარვა შესაძლებელია 2 ეტაპად (100/100 ლარი).
პირველი გადასახადი უნდა დაიფაროს კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს 2 დღით ადრე, ხოლო მეორე ნაწილი მე-4 ლექციამდე არაუგვიანეს 2 დღისა.
გადასახადის განაწილების შესახებ, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
კურსის დასრულების შემდეგ, გაიცემა სერტიფიკატი.


