გიწვევთ 2-თვიან „სამართლებრივი გერმანულის“ კურსზე, სადაც მონაწილეები შეისწავლიან გერმანიის სამართლებრივი სისტემის საფუძვლებს, დაეუფლებიან გერმანულ იურიდიულ ტერმინოლოგიას და განივითარებენ გერმანულენოვანი სამართლებრივი ტექსტების ანალიზისა და დოკუმენტების შედგენის პრაქტიკულ უნარებს.
კურსი წარმოადგენს გერმანიის სამართლებრივი სისტემის კომპლექსურ შესავალს და მოიცავს როგორც თეორიულ მიმოხილვას, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს. პროგრამა ორიენტირებულია იმ ცოდნის მიწოდებაზე, რომელიც აუცილებელია გერმანულენოვან იურიდიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელებისა და აკადემიურ გარემოში ეფექტური ინტეგრაციისთვის. მსმენელები გაეცნობიან გერმანული სამართლის სტრუქტურას, ძირითად ინსტიტუტებსა და ტერმინოლოგიას.
კურსი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც ფლობენ გერმანულ ენას მინიმუმ B1 დონეზე და გეგმავენ სწავლის გაგრძელებას გერმანულენოვან უნივერსიტეტში.
რეგისტრაციის ვადები:
კურსზე რეგისტრაციის პერიოდია: 1 მარტი, 2026 – 15 მარტი 2026
განსახილველი საკითხები:
ა. ზოგადი სტრუქტურები
- სამართლებრივი ტრადიცია, სამართლის სფეროები და სამართლის წყაროები
- ქვემდებარეობა / იურისდიქციები
- იურიდიული განათლება და პროფესიები
- სამართლებრივი დაცვის საშუალებები
ბ. საჯარო სამართალი
- კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართლის ისტორია
- კონსტიტუციური სამართალი
- ადმინისტრაციული სამართალი
გ. სისხლის სამართალი
- ისტორია და სისტემა
- ზოგადი ნაწილი
- სპეციალური ნაწილი
- არასრულწლოვანთა სისხლის სამართალი
- სისხლის სამართლის საპროცესო სამართალი
დ. კერძო სამართალი
- ისტორია და სისტემა
- სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილი
- ქონებრივი სამართალი
- საოჯახო სამართალი
- მემკვიდრეობითი სამართალი
- კორპორატიული სამართალი
- ინტელექტუალური საკუთრების სამართალი
- შრომის სამართალი
- სამოქალაქო საპროცესო სამართალი
ე. ევროკავშირის სამართლებრივი სისტემა
- ევროკავშირის ორგანოების სტრუქტურა და ფუნქციები
- ევროკავშირის სამართალი
ვ. საერთაშორისო სამართალი
- სტრუქტურა
- მნიშვნელოვანი ინსტიტუტები და ხელშეკრულებები
სწავლების მეთოდები:
- ლექცია/მოხსენებები
- პრაქტიკული სავარჯიშოები
- ჯგუფური სამუშაოები
- საშინაო/კლასგარეშე დავალებები
სამიზნე აუდიტორია:
- იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები
- სამართლის კურსდამთავრებულები
- გერმანულენოვან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებით დაინტერესებული პირები (გერმანული ენის მინ. B1 დონე)
ცოდნა და უნარები:
კურსის ფარგლებში მსმენელები:
- გაეცნობიან გერმანიის სამართლებრივი სისტემის ძირითად მახასიათებლებს;
- შეისწავლიან გერმანულ იურიდიულ ტერმინოლოგიას;
- განივითარებენ გერმანულენოვანი სამართლებრივი ტექსტების ანალიზის უნარს;
- დაეუფლებიან სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის საბაზისო პრინციპებს;
- მიიღებენ აუცილებელ აკადემიურ საფუძველს გერმანულენოვან სამართლებრივ პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად.
ხანგრძლივობა და მიმდინარეობა:
პროგრამა მოიცავს 16-20 სალექციო საათს, ჯამში 8-10 შეხვედრას.
ლექციები წარიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში (ფიზიკური სივრცე – თბილისი). შესაძლებელი იქნება კონკრეტული გრაფიკის შეთანხმება/მოდიფიცირება კურსის მონაწილეების სურვილის გათვალისწინებით.
სამუშაო ენა – ქართული/გერმანული.
სალექციო პერიოდი: მარტი-აპრილი, 2026.
მომხსენებლები:
კურსზე დასწრების საფასური:
კურსის ღირებულება შეადგენს 300 ლარს.
წარმოებს უნაღდო ანგარიშწორება სრულად ან განაწილების პრინციპით. გადასახადის დაფარვა შესაძლებელია 2 ეტაპად (150/150 ლარი).
პირველი გადასახადი უნდა დაიფაროს კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს 2 დღით ადრე, ხოლო მეორე ნაწილი მე-5 ლექციამდე არაუგვიანეს 2 დღისა.
გადასახადის განაწილების შესახებ, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
კურსის დასრულების შემდეგ, გაიცემა სერტიფიკატი.


