ვინ ვართ ჩვენ?
ამიკუს ლეგალი იურიდიული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე გუნდით, მაღალპროფესიონალური, თქვენს ინტერესებზე მორგებული და ხელმისაწვდომი მომსახურებით. ჩვენ გთავაზობთ როგორც იურიდიულ კონსულტაციას, ასევე წარმომადგენლობას საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში. დამატებით, ჩვენი მისიაა იურიდიული განათლების ხელშეწყობა სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებში.
რატომ ამიკუს ლეგალი?
ამიკუს ლეგალის გუნდს ზურგს უმაგრებს რთულ და მრავალფეროვან სამართლებრივ პრობლემებზე მუშაობის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება. ჩვენი მთავარი უპირატესობა ხარისხიანი, სრულფასოვანი სამართლებრივი კვლევის პრაქტიკაა, რომელიც სამართლის სხვადასხვა დარგების ცოდნასა და ანალიზს გულისხმობს. ჩვენ ვამზადებთ სამართლებრივ ანალიზს, ვპოულობთ პასუხებს რთულ და წინააღმდეგობრივ იურიდიულ საკითხებზე, ვეძებთ გამოსავალს პრობლემიდან და გეხმარებით მის გადაჭრაში. ჩვენი მიზანია, ყველას მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიან სამართლებრივ რჩევებზე.
ჩვენი უპირატესობები
ჩვენი გუნდი გაგიწევთ მეგზურობას სამართლებრივ ლაბირინთში და შემოგთავაზებთ კვალიფიციურ, კვლევაზე დაფუძნებულ გამოსავალს თქვენი სამართლებრივი პრობლემებისთვის.
01
სანდოობა
ჩვენი გუნდი ემყარება გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობას: გადაწყვეტილებები ყოველთვის თქვენი ინტერესების დაცვისკენაა მიმართული.
02
ექსპერტიზა
წლების განმავლობაში დაგროვილი სამართლებრივი პრაქტიკა გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებელს შევთავაზოთ ეფექტური, პრეფესიონალური სამართლებრივი გამოსავალი.
03
ანალიტიკა
ყოველი ნაბიჯი არის გააზრებული და დეტალურად დასაბუთებული: ვმუშაობთ მაღალი სტანდარტებით და ყურადღებას ვაქცევთ თითოეულ დეტალს. გადაწყვეტილებები ყოველთვის ეფუძნება კვლევას.