სისხლის სამართლის პროცესი: პრაქტიკული ასპექტები

გიწვევთ 1.5-თვიან ინტენსიურ კურსზე „სისხლის სამართლის პროცესი – პრაქტიკული ასპექტები“, სადაც მონაწილეები შეისწავლიან სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს, პროცესის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს, მტკიცებულებებთან მუშაობის წესებსა და საპროცესო დოკუმენტების შედგენის პრაქტიკულ უნარებს.

კურსი მოიცავს ლექციებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ჯგუფურ მუშაობასა და რეალური საქმეების ანალიზს. მსმენელები მიიღებენ ისეთ პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც საუნივერსიტეტო პროგრამებში ხშირად ნაკლებად არის მოცული და წარმოადგენს პროფესიული საქმიანობის ყოველდღიურ საჭიროებას.

კურსი განკუთვნილია სამართლის სტუდენტებისთვის (მე-3 კურსიდან), ასევე სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე ან დაინტერესებული იურისტებისთვის. მონაწილეები განავითარებენ არგუმენტირებული მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკურ უნარებს, დაეუფლებიან საპროცესო დოკუმენტების შედგენის საბაზისო ტექნიკებს.

სწავლების პროცესს გაუძღვებიან გამოცდილები ადვოკატები და სისხლის სამართლის სპეციალისტები.

კურსზე რეგისტრაციის პერიოდია: 2 დეკემბერი, 2025 – 15 იანვარი 2026. 

  1. დანაშაულის და სასჯელის საფუძვლები 
  2. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეების უფლებები და მოვალეობები
  3. პროცესის პრინციპები და მათი პრაქტიკაში გამოყენება
  4. მტკიცებულებები, მათი მოპოვების და დასაშვებობის საკითხები
  5. საპროცესო დოკუმენტების შედგენა, შუამდგომლობების მომზადება და წარდგენა
  6. საქმის არსებითი განხილვა, პოზიციის მომზადება, მტკიცებულებების გამოკვლევა
  • ლექცია/მოხსენებები
  • პრაქტიკული სავარჯიშოები  
  • ჯგუფური სამუშაოები 
  • საშინაო/კლასგარეშე დავალებები
  • სამართლის სტუდენტებისთვის (მე-3 კურსიდან)
  • სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე/დაინტერესებული იურისტებისთვის  
  • კურსის ფარგლებში მსმენელი მოისმენს მოხსენებებს და მონაწილეობას მიიღებს პრაქტიკულ სავარჯიშოებში, რომლებიც ორიენტირებული იქნება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებზე.
  • მსმენელები მიიღებენ ცოდნას საუნივერსიტეტო სწავლებისას გამოტოვებულ ისეთ პრაქტიკულ საკითხებზე, რაც სისხლის სამართლის პროფესიის ყოველდღიური განუყოფელი ნაწილია. აგრეთვე ქართული სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებზე.
  • მსმენელები განავითარებენ არგუმენტირებული მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების და ანალიზის უნარებს.
  • მსმენელები დაეუფლებიან საპროცესო/სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ბაზისურ უნარებს.  

კურსის ხანგრძლივობაა 1.5 თვე.  კურსი მოიცავს 16 სალექციო საათს, ჯამში 8 შეხვედრას. ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, 19:00 საათზე. სესიები წარიმართება ფიზიკურ სივრცეში. დისტანციური მონაწილეობა შეზღუდულია.

სალექციო პერიოდი: თებერვალი, 2026.

გურამ
იმნაძე

მერაბ ქართველიშვილი

მარიამ
პატარიძე

ქეთი
ჩუთლაშვილი

კურსის ღირებულება შეადგენს 450 ლარს. 

წარმოებს უნაღდო ანგარიშწორება სრულად ან განაწილების პრინციპით. გადასახადის დაფარვა შესაძლებელია 2 ეტაპად (225/225 ლარი).

პირველი გადასახადი უნდა დაიფაროს კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს 2 დღით ადრე, ხოლო მეორე ნაწილი მე-5 ლექციამდე არაუგვიანეს  2 დღისა. 

გადასახადის განაწილების შესახებ, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. 

კურსის დასრულების შემდეგ, გაიცემა სერტიფიკატი.

მსგავსი კურსები

Scroll to Top