სამართლებრივი წერის პრაქტიკული კურსი

გიწვევთ სამართლებრივი წერის პრაქტიკულ კურსზე. ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს სამართლებრივი კვლევის, აკადემიური წერისა და ნორმატიული დოკუმენტების შექმნის უნარების გაძლიერება. ლექციებზე მონაწილეები დაეუფლებიან სამართლებრივი კვლევის მეთოდებს, იურიდიული წერის წესებს, საკანონმდებლო ტექნიკას. კურსი მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს საპროცესო და საკანონმდებლო დოკუმენტების შესადგენად.

სწავლება ტარდება ლექციების, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და ჯგუფური აქტივობების ფორმატში. ის განკუთვნილია სამართლის სტუდენტებისთვის (მე-3 კურსიდან), მოქმედი იურისტებისთვის და იურიდიული სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.

ინტენსიური კურსის ხანგრძლივობაა 1,5 თვე და მას გაუძღვებიან სამართლის გამოცდილი სპეციალისტები.

კურსზე რეგისტრაციის პერიოდია: 2 დეკემბერი, 2025 – 10 იანვარი, 2026

  • კვლევის მეთოდები სამართალში
  • იურიდიული წერის წესები
  • კვლევის დაგეგმვა, ორგანიზება და სტრუქტურა
  • კვლევის პროცესი
  • ციტირება, სტილი, პლაგიატი
  • ნორმაშემოქმედების ძირითადი წესები
  • საკანონმდებლო პროცესი
  • საკანონმდებლო ტექნიკა
  • საპროცესო დოკუმენტების შედგენა 
  • ლექცია/მოხსენებები
  • პრაქტიკული სავარჯიშოები  
  • ჯგუფური სამუშაოები 
  • საშინაო/კლასგარეშე დავალებები
  • სამართლის სტუდენტებისთვის (მე-3 კურსიდან)
  • სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე/დაინტერესებული იურისტებისთვის  

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:  

  • სამართლის კვლევის ძირითადი მეთოდების იდენტიფიცირებასა და გამოყენებას;
  • აკადემიური და იურიდიული ტექსტების დაწერას, ლოგიკური არგუმენტაციის, სიზუსტისა და მკაფიორობის მოთხოვნების დაცვით;
  • ციტირების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებას, პლაგიატის თავიდან აცილებისა და აკადემიური ეთიკის დაცვით.
  • კანონშემოქმედების ძირითად პრინციპებისა და სტადიების განსაზღვრას, პრობლემის იდენტიფიკაციიდან ინიციატივის შემუშავებამდე და კანონპროექტის მიღებამდე.
  • საკანონმდებლო პროცესის ინსტიტუციურ და ეტაპობრივ ანალიზს;
  • საკანონმდებლო ტექნიკის წესების გამოყენებას;
  • კანონპროექტის სტრუქტურის შედგენას, განმარტებითი ბარათის მომზადებას;
  • სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტების მომზადებას. 

კურსის ხანგრძლივობაა 1.5 თვე.  კურსი მოიცავს 20 სალექციო საათს, ჯამში 10 შეხვედრას.

ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, 19:00 საათზე. სესიები წარიმართება ფიზიკურ სივრცეში. დისტანციური მონაწილეობა შეზღუდულია.

პერიოდი: იანვარი-თებერვალი, 2026

 

ვახუშტი
მენაბდე

ნინო
კაპანაძე

კურსის ღირებულება შეადგენს 350 ლარს. 

წარმოებს უნაღდო ანგარიშწორება სრულად ან განაწილების პრინციპით. გადასახადის დაფარვა შესაძლებელია 2 ეტაპად (175/175 ლარი).

პირველი გადასახადი უნდა დაიფაროს კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს 2 დღით ადრე, ხოლო მეორე ნაწილი მე-5 ლექციამდე არაუგვიანეს  2 დღისა. 

გადასახადის განაწილების შესახებ, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. 

კურსის დასრულების შემდეგ, გაიცემა სერტიფიკატი.

მსგავსი კურსები

Scroll to Top